Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მსოფლიო უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის უნდა მოემზადოს"

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მსოფლიო უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის უნდა მოემზადოს"

13/05/2022 11:54:43 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საერთაშორისო ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის და მისი გრძელვადიანი შედეგების განხილვისთვის უნდა მოემზადონ.

"ჩვენ ახლა უნდა გავუმკლავდეთ კონფლიქტს, რომელიც გაგრძელდება და შესაბამისად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავუმკლავდეთ ამ კონფლიქტის შედეგებს საერთაშორისო დონეზე და განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ ვაისენჰაუსში მიმდინარეობს. სამიტს უკრაინა და მოლდოვაც ესწრება, საქართველო კი მასში არ მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S