„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება
13/05/2022 07:30:47 ეკონომიკა, რეკლამა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს - ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელის, მაია სიგუას თქმით, სასტუმრო პირველ ამ ეტაპზე, 20 სტუმარზეა გათვლილი.
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც სამშენებლო მასალების შეძენას და მშენებლობის განხორციელებას მოვახმარეთ. სასტუმროში 5 ოთახი განთავსდება, რომელიც 20 ვიზიტორს დაიტევს. სამომავლოდ, ახალი ნომრების დამატებას ვგეგმავთ. ასევე, გვსურს, ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც სტუმრები დროის კომფორტულად გატარებას და ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ“, - აცხადებს საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელი.
„საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, მერაბ ახვლედიანის თქმით, ბანკის მიზანი მეტი მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერაა.
„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი მეტად განვითარდეს, მეტი ადამიანი დასაქმდეს და ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდეს“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა.


