Accentnews.ge
ტრასი: "სანქციები უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინას"

ტრასი: "სანქციები უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინას"

13/05/2022 06:56:14 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ "სანქციები უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინას".

ტრასმა გერმანიაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა იწვნიოს დამარცხება, რაც შემდგომი აგრესიის პრევენცია იქნება.

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან მორიგ შეხვედრას პარასკევს გამართავენ.

რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S