Accentnews.ge
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია: "უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ  ზმეინთან რუსული ხომალდი დააზიანეს"

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია: "უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინთან რუსული ხომალდი დააზიანეს"

13/05/2022 06:48:58 მსოფლიო

უკრაინაში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინთან რუსეთის საზღვაო ძალების ლოგისტიკური გემი დააზიანეს.

„ჩვენი სამხედრო-საზღვაო მეზღვაურების მოქმედებების წყალობით, ხომალდ Vsevolod Bobrov-ს ცეცხლი გაუჩნდა - ეს არის ერთ-ერთი უახლესი რუსული ფლოტი“, - ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერჰი ბრაჩუკმა განაცხადა.

ამერიკული კერძო კომპანია Maxar-ის მიერ თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებში ასახულია კუნძულთან განხორციელებული სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა რუსული „სერნას“ კლასის სამხედრო ხომალდზე.

კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უზრუნველყოფს წვდომას უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქებთან, მათ შორის – ოდესასთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S