მედია – „ალფა გრუპმა“ შესაძლოა, "ბორჯომი" ქართველ ბიზნესმენს მიჰყიდოს
13/05/2022 05:41:52 ეკონომიკა
კონსორციუმი „ალფა გრუპი“ IDS Borjomi Georgia-ში მისი კუთვნილი საკონტროლო პაკეტის (55,8%) გაყიდვისთვის ემზადება, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი".
სახელდება მყიდველიც, რომელიც სააგენტოს ცნობით, არის ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე.
სააგნტოს ცნობით, ქართული მინერალური წყლის ექსპორტის 50% რუსეთის ბაზარზე გადის. მისი ინფორმაციით, „ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს შეიძინა ბადრი პატარკაციშვილისგან.
ცნობისთვის: კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა "ბორჯომის" ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. ცალკეულმა ქვეყნებმა კი ქართული მინერალური წყლის შეძენაზე უარი პოლიტიკური მოტივებით თქვეს. „ალფა გრუპი“ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული კომპანიების სიაშია. სანქცირებულთა სიაშია ჯგუფის მფლობელი მიხეილ ფრიდმანიც.


