Accentnews.ge
ევროკავშირში რუსეთის ელჩი: "უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ მიმდინარეობს იმ სისწრაფით, როგორითაც რუსეთში ზოგიერთებს სურთ"

ევროკავშირში რუსეთის ელჩი: "უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ მიმდინარეობს იმ სისწრაფით, როგორითაც რუსეთში ზოგიერთებს სურთ"

13/05/2022 06:02:10 მსოფლიო

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ "უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ არა იმ სისწრაფით, როგორითაც რუსეთში გარკვეულ ადამიანებს სურთ".

"სამხედრო ოპერაცია გრძელდება გარკვეული სიჩქარით, უკრაინაში სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, მათ შორის ჯარების– რუსეთის ჯარების და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოკავშირეების - ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით", - განაცხადა ჩიჟოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის განზრახვა უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა არ ყოფილა:

„რუსული არმია აშშ-ისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მაგალითს რომ მიჰყოლოდა, ჩვენ უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით. მაგრამ ეს არასდროს ყოფილა განზრახვა. უნდა გავიმეორო, რომ რუსეთის განზრახვა არ იყო ტერიტორიის დაპყრობა უკრაინაში".

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S