Accentnews.ge
ვერეშჩუკი: "აზოვსტალიდან" ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს"

ვერეშჩუკი: "აზოვსტალიდან" ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს"

13/05/2022 05:55:56 მსოფლიო

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან მებრძოლების ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც წითელი ჯვარი და გაეროა ჩართული.

"დავიწყეთ ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ აზოვსტალიდან ევაკუაციის საგზაო რუკა. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება აზოვსტალიდან ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.

რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S