Accentnews.ge
რუსეთს დონბასში სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა უწევს–ISW

რუსეთს დონბასში სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა უწევს–ISW

13/05/2022 05:54:43 ევროპა

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“(ISW) ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის არმიამ შესაძლოა, უარი თქვა უკრაინის ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით გარღვევაზე და უკრაინის სამხედრო ძალების სრულად ბლოკირებაზე იზიუმი-სლავიანსკი-დებალცევოს მიმართულებით.

ISW-ის შეფასებით, რუსი სამხედროები სავარაუდოდ, აირჩევენ გაცილებით მცირე მასშტაბის ალყაში სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მოქცევას.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 12 მაისის მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეს, აიღეს სევეროდონეცკიდან ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ვოევოდოვკა და უახლოეს დღეებში შეეცდებიან ქალაქ სევეროდონეცკზე შეტევას, რომელიც ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

ამასთან, ამერიკელი ექსპერტების ცნობით, გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა რუსეთის ძალები სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას და მით უმეტეს, ქალაქის დაკავებას, რადგან უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე იერიშისას რუსი სამხედროები ყოველთვის მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.

კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად" გადაისროლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S