Accentnews.ge
ალასანია: "მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია"

ალასანია: "მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია"

12/05/2022 15:36:08 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორ დღეში კიდევ გაუარესდა. ამის შესახებ მან "ვივა მედის" დატოვების შემდეგ ისაუბრა.

"2 დღის წინ მყავდა ნანახი ბოლოს ციხეში. იმასთან შედარებით, ბევრად უარესად იყო. ფერი საერთოდ არ ჰქონდა. თეთრი იყო აბსოლუტურად. სიარული ძალიან უჭირდა დღეს. მითხრა, გუშინ სამჯერ დავეციო. საშინელი სისუსტე აქვს", -განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, კლინიკაში ექიმები გაიცნო და კარგი ვითარებაა:

"ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის კარგად თვითონ, ესაა პრობლემა, თორემ პერსონალი თვითონ ძალიან მომეწონა".

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანა აუცილებელია:

"გამოკვლევები არ იქნება საკმარისი. მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა".

სააკაშვილი კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S