NATO ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე „სწრაფი რეაგირების“ ძალების მზადყოფნას ამოწმებს
12/05/2022 13:55:47 მსოფლიო
NATO ჩრდილოეთ მაკედონიაში სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომლის მიზანი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე „სწრაფი რეაგირების“ ძალების განლაგების მზადყოფნის შემოწმებაა.
წვრთნაში მონაწილეობას ალიანსის19 ქვეყნიდან დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი იღებს.
”ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი დემონსტრირება იმისა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რამდენად შევძლებთ რეგირებას მომართვის შემთხვევაში", – განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ–ის არმიის მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა პიტერ ანდრისიაკმა.


