Accentnews.ge
იტალიის პრემიერი: "გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლში გადაუხადა"

იტალიის პრემიერი: "გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლში გადაუხადა"

12/05/2022 12:19:19 მსოფლიო

იტალიის პრემიერ–მინისტრ მარიო დრაგის განცხადებით, გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლში გადაუხადა.

„მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გერმანიაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა საფასური რუბლში უკვე გადაიხადა. არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. დაარღვევს თუ არა სანქციებს რუბლში გადახდები არავის უთქვამს“, – განაცხადა დრაგიმ.

როგორც Bloomberg იუწყება, გერმანული კომპანიის Uniper SE წარმომადგენელმა, რომელიც გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველია, განაცხადა, რომ კომპანიას ახალი სქემით არანაირი გადახდა არ განუხორციელებია, რადგან გადახდის ვადა მაისის ბოლოს იწურება. ამასთან, Bloomberg იტყობინება, რომ კომპანიის წარმომადგენელმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა Uniper SE-მ ანგარიში რუბლში „გაზპრომბანკში“.

გერმანული გამოცემა DW აცხადებს, რომ იტალიის პრემიერის განცხადება აშკარად განსხვავდება ევროკავშირში ადრე დაფიქსირებული პოზიციისგან.

"ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შემდეგი აღნიშნა: ”ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია: თუ ეს არ არის გათვალისწინებული კონტრაქტებით, მაშინ რუბლში გადახდა სანქციების დარღვევაა”. ევროკავშირში მიიჩნევდნენ, რომ "გაზპრომბანკში" ორი ანგარიშის [რუბლში და სხვა ვალუტაში] გახსნის სქემა, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოითხოვდა, მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა", – იუწყება DW.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა "არამეგობარ ქვეყნებს" რუსული ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. გერმანია ამ დრომდე აცხადებს, რომ რუსეთთან რუბლში ანგარიშსწორებას არ გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S