
მეუღლე და ქვრივი სამ დღეში: „აზოვსტალში“ დაქორწინებული დამცველების ისტორია
12/05/2022 12:20:19 საზოგადოება
ოკუპანტების მიერ ბლოკირებული მარიუპოლის მეტალურგიულ გიგანტ „აზოვსტალიდან“, რომელსაც რუსული ძალები თვეზე მეტია, უტევენ და არ სთანხმდებიან იქ გამაგრებული დამცველების ევაკუაციას, ტრაგიკული ამბის შესახებ გახდა ცნობილი: მარიუპოლის ორმა დამცველმა – ვალერიამ და ანდრეიმ დაქორწინება 5 მაისს – „აზოვის“ იუბილეზე გადაწყვიტეს. წყვილმა ფოლგის რგოლები გაცვალა, თუმცა სამწუხაროდ, ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა – ანდრეი სამ დღეში დაიღუპა.
ვალერია უკრაინის დამცველია „აზოვის პოლკიდან, ანდრეი – უკრაინელი მესაზღვრე. მათ ერთმანეთს აღთქმა ოკუპანტები მიერ ბლოკირებულ „აზოვსტალში“ მისცეს, ხოლო საქორწინო ცერემონიალმა დაბომბვის ფონზე ჩაიარა.
"აზოვის“ დაბადების დღეზე დავქორწინდით მესაზღვრე და „აზოველი“ გოგო დაბომბვისა და აფეთქებების ქვეშ, მაგრამ ისეთი ბედნიერი დღე იყო..." - თქვა პატარძალმა, რომელიც კვლავ „აზოვსტალში“ რჩება.
„შენი სული გაფრინდა „აზოვსტალიდან. მეც გავალ და ვეცდები, ორივეს მაგივრად ვიცხოვრო“,– დაჰპირდა მეულეს ვალერია.