რუსეთი უკრაინასთან საზღვარს ამაგრებს
12/05/2022 11:44:15 მსოფლიო
კრემლში უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიების უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს, ვინაიდან ბელგოროდის რეგიონი „არაერთხელ დაბომბეს უკრაინის ტერიტორიიდან“.
როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ჟურნალისტებმა კრემლის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ბელგოროდის რაიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
„უპირველესად,ეს არის სიტუაცია, რომელიც საჭიროებს დამატებით ზომების მიღებას უკრაინის მიმდებარე რეგიონების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“,– ციტირებს პესკოვს რუსული მედია.
მისი თქმით, ყველა სხვა ზომა, რომელიც უნდა იქნას მიღებული სავარაუდო თავდასხმებთან დაკავშირებით, უნდა განიხილებოდეს რუსი სამხედროების მიერ.
11 მაისს ბელგოროდის გუბერნატორი დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებოდა.
მანამდე რუსეთის რამდენიმე რეგიონიდან იუწყებოდნენ სხვადასხვა სტრატეგიულ, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ, თუმცა უკრაინა ინციდენტებთან კავშირს არ ადასტურებს.
ინციდენტების ფონზე რუსეთის თავდაცვის უწყებაში ბომბსაფარების და განგაშის სისტემების მწყობრში მოყვანის აუცილებლობაზეც ალაპარაკდნენ.


