უკრაინაში რუსული "სბერბანკის" და "პრომინვესტბანკის" აქტივები დაყადაღდება
12/05/2022 10:14:54 მსოფლიო
რუსეთის უმსხვილესი ბანკების "სბერბანკისა" და "პრომინვესტბანკის" აქტივები უკრაინაში დაყადაღდება,
გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.
შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.


