Accentnews.ge
"რუსეთი აღმოსავლეთით მნიშვნელოვან შეტევებს იწყებს" – უკრაინის გენშტაბი

"რუსეთი აღმოსავლეთით მნიშვნელოვან შეტევებს იწყებს" – უკრაინის გენშტაბი

12/05/2022 09:36:53 ევროპა

კიევი ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილებში წინსვლა აქვთ და აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მნიშვნელოვანი შეტევებისთვის ემზადება.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 12 მაისს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ცნობებში დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ ლიმანის მიმართულებაზე, გადაკვეთეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცი.

ქალაქი ლიმანი სლოვიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და რუსეთისთვის მის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. CNN–ისცნობით, მდინარის აყოლებაზე არსებული ხიდები გასული ბრძოლებისას დაანგრიეს.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, „სლოვიანსკის მიმართულებაზე, ოკუპანტები ახორციელებენ ჯარისკაცებს გადაჯგუფებას, რათა გააგრძელონ შეტევა ბარვინკოვესა და სლოვიანსკზე“.

გენშტაბი ადასტურებს, რომ „მოწინააღმდეგემ გადაისროლა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG) შემტევი დანაყოფების გაძლიერების მიზნით“.

მანამდე CNN წერდა, რომ რუსეთმა აღნიშნულ არეალში ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები დაამატა.

გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ აღმოსავლეთით „მოწინააღმდეგე მიიწევს კუდრიაშივკისკენ, სევეროდონეცკის სიახლოვეს, ნაწილობრივი წარმატებით“.

უკრაინული მხარის განცხადებით, მეტოქის ძირითადი მიზანია, სრული კონტროლი დაამყაროს რუბიჟნეზე და დაიკავოს ქალაქები, ლიმანი და სევეროდონეცკი.

კუდრიაშივკა მცირე დასახლებაა სევეროდონეცკისა და რუბიჟნეს სიახლოვეს, სადაც უკრაინული ძალები უკვე კვირებია, რუსულ შეტევებს წინააღმდეგობას უწევენ.

უკრაინელები ვარაუდობენ, რომ სევეროდონეცკში, სადაც 15 000 ადამიანი ცხოვრობს, ჰუმანიტარული ვითარება მძიმეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S