Accentnews.ge
ფინეთ–შევდეთის განცხადების შემდეგ მედვედევი სრულმასშტაბიანი ბირთვული ომით იმუქრება

ფინეთ–შევდეთის განცხადების შემდეგ მედვედევი სრულმასშტაბიანი ბირთვული ომით იმუქრება

12/05/2022 08:55:35 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ფინეთ–შევდეთის ნატო–ში შესაძლო გაწევრიანებას ეხმიანება და სრულმასშტაბიანი ბირთვული ომით იმუქრება.

"დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთთან გაჩაღებული მარიონეტული ომის კონტექსტში, მსურს, კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ჩამოვთვალო ის, რაც უკვე აშკარაა ყველა გონიერი ადამიანისთვის:

1. ნატო–ს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება, მისი ჯარების მომზადება დასავლური ტექნიკის გამოსაყენებლად, დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა და წვრთნების ჩატარება ალიანსის ქვეყნების მიერ ჩვენს საზღვრებთან, ზრდის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას ნატო–სა და რუსეთს შორის.

2. ასეთ კონფლიქტს ყოველთვის აქვს სრულმასშტაბიან ბირთვულ ომად გადაქცევის რისკი.

3. ეს იქნება ყველასთვის კატასტროფული სცენარი", – წერს მედვედევი ტელეგრამ–არხში პირად გვერდზე.

ეს არ არის მედვედევის მხრიდან ხმაურიანი განცხადების პირველი შემთხვევა. მის პოზიციონირებას რუსი ექსპერტები აფასებენ მცდელობად, ერთგულება დაუმტკიცოს ვლადიმირ პუტინს და ადგილი დაიმკვიდროს კრემლის ლიდერის ახლო გარემოცვაში.

ცნობისთვის: დღეს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელს, რომლის თანახმად, ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

საბოლოო გადაწყვეტილება ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარსადგენად საჭიროებს კენჭისყრას ფინეთის პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრემლში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

იხილეთ ასევე: "სარკეში ჩაიხედონ"– ფინეთის პრეზიდენტი კრემლის მუქარას პასუხობს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S