Accentnews.ge
"პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, მსოფლიო "დეპუტინიზაციას" საჭიროებს"

"პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, მსოფლიო "დეპუტინიზაციას" საჭიროებს"

12/05/2022 08:37:57 მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ–მინისტრი მათეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, რადგან მას აქვს სასიკვდილო იარაღი - ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, რაც მეოცე საუკუნის დიქტატორებს არ ჰქონდათ.

მისი თქმით, რუსეთმა საინფორმაციო სივრცე მილიონობით ყალბი ამბით დააზიანა, ამიტომ მსოფლიო "დეპუტინიზაციას" საჭიროებს:

"პუტინის იდეოლოგია "რუსულ სამყაროზე" - ეს მეოცე საუკუნის კომუნიზმის და ნაციზმის ტოლფასია. ეს არის იდეოლოგია, რომლის დახმარებითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებს და პრივილეგიებს საკუთარი ქვეყნისთვის. საჭიროა ამის აღმოფხვრა. პუტინი არ არის ჰიტლერი და სტალინი. სამწუხაროდ, იგი ბევრად საშიშია. თუ ევროპა არ შეაჩერებს მას, პუტინი გაგზავნის რუსეთის ჯარებს დანარჩენ ევროპაშიც. ჩვენი გადასაწყვეტია, სად შევაჩერებთ მას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S