დანიის პრემიერ–მინისტრი: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინეთი ნატო–ს წევრი სწრაფად გახდეს"
12/05/2022 08:16:52 მსოფლიო
დანია მისალმება ფინეთის განცხადებას, რომლის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს.
როგორც დანიის პრემიერ–მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, დანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფინეთის მიერ განაცხადიდ წარდგენის შემდეგ ქვეყანა ალიანსის წევრი სწრაფად გახდეს.
"ფინეთი გააძლიერებს ნატო–ს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებას", – განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.
ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს განაცხადი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე, ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტ საული ნინისტოსა და პრემიერ–მინისტრ სანა მარინის ერთობლივ განცხადებაში.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
საბოლოო გადაწყვეტილება ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარსადგენად საჭიროებს კენჭისყრას ფინეთის პარლამენტში, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.
სახელმწიფო მედიის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ფინელების 75%-ზე მეტი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
ფინეთს რუსეთთან 1300 კმ-იანი საზღვარი აქვს. კრელში ფინეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.


