Accentnews.ge
CNN აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ასახავს

CNN აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ასახავს

12/05/2022 08:00:23 ევროპა, მსოფლიო

CNN-მა რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ვიდეო გამოაქვეყნა.

ტელეკომპანიამ მოიპოვა კიევის გარეუბანში მდებარე ავტოსალონის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც გაძარცვეს 16 მარტს რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დედაქალაქის დაკავების მცდელობის დროს.

ვიდეოზე ჩანს, რომ ხუთი რუსი ჯარისკაცი სალონის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობს. მათ ორი მამაკაცი აწეული ხელებით უახლოვდება: სალონის მფლობელი და დაცვის თანამშრომელი (68 წლის ლეონიდ პლიატსი). სამხედროები მათ ჩხრეკენ, ხანმოკლე დიალოგის შემდეგ კაცები შორდებიან სამხედროებს და სალონისკენ მიემართებიან. ამ დროს ორი ჯარისკაცი ბრუნდება და მოქალაქეებს ზურგში ესვრიან.

პლიატსმა, რომელიც ფეხში დაიჭრა, შეძლო უსაფრთხოების განყოფილებაში მისვლა და დახმარების გამოძახება, მაგრამ დახმარების აღმოჩენამდე კაცი სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ CNN-ს განუცხადა, რომ მკვლელობებს იძიებენ, როგორც ომის დანაშაულს.

ტელეკომპანიამ კომენტარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგანაც მოითხოვა, თუმცა დეპარტამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S