
ანტალიის მეათე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სამი გრან-პრი მოიპოვეს
12/05/2022 07:47:39 საზოგადოება, რეკლამა
თურქეთში, ანტალიის მეათე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 8 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სამი გრან-პრი მოიპოვეს, მათ შორის, გოგონათა გუნდის უფროსმა თაობამ.
- ფორტეპიანო - ბაჩი მიქელაძე.
- ფლეიტა - არინა ვასილიევა.
გრან-პრის მფლობელი მოსწავლეები მიწვეული არიან ბორჯომის მეათე საერთაშორისო ფესტივალზე სოლო კონცერტებით.
I ადგილი:
- გოგონათა გუნდის უმცროსი თაობა /დებიუტი
- ნინი გიგინეიშვილი
- მარიამ ჭანტურია
- კესარია ალელიშვილი
- ანრი კაკაბაძე
- სავიოლინო კვინტეტი
II ადგილი:
- ელენა დავითაძე
III ადგილი:
- ლიზი სურმანიძე
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებს მიღწეულ წარმატებას!