
ომის 78-ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
12/05/2022 07:41:30 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის არმიამ დაკარგა 26650 ჯარისკაცი, მათგან 300 ბოლო 24 საათის განმავლობაში,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 26650 (+300 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1195 (+8),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2873 (+17),
- საარტილერიო სისტემები - 534 (+6),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 191 (+6),
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 87,
- თვითმფრინავი - 199,
- ვერტმფრენები - 161 (+1),
- გემები / ნავები - 13 (+1),
- საავტომობილო ტექნიკა – 2019 (+22),
- საწვავის ავზები - 1 980,
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 398 (+8),
- სპეციალური აღჭურვილობა - 41,
- საკრუიზო რაკეტა - 94.
აღნიშნულია, რომ ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში კურახოვსკის მიმართულებით განიცადა.
ამასთან, ბრიტანული დაზვერვის 12 მაისის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა ხარკოვის ოლქიდან გაიყვანა დანაყოფები, რათა მოახდინოს ძალების რეორგანიზება და შესავსები მძიმე დანაკარგების შემდეგ:
"უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ხარკოვის ჩრდილოეთით. იბრუნებენ რამდენიმე ქალაქსა და სოფელს რუსეთის საზღვრის მიმართულებით. რუსეთის ოპერაციების პრიორიტეტმა დონბასში ხარკოვის რეგიონში განლაგებული დანაყოფები დაუცველი გახადა უკრაინის მობილური და მაღალმოტივირებული კონტრშეტევის ძალების მიმართ".
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი ძალები გაძლიერების შემდეგ, სავარაუდოდ, მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთ ნაპირზე:
„ამ მიმართულებით ქმნიან ბლოკირებულ ძალას, რათა დაიცვან მთავარი რუსული კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგი და მიწოდების ძირითადი მარშრუტები ოპერაციებისთვის იზიუმის რეგიონში“.
როგორც ბრიტანული დაზვერვა ასკვნის, „რუსული ჯარების გაყვანა ხარკოვის რეგიონიდან არის მდუმარე აღიარება იმისა, რომ რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის მთავარი ქალაქების ხელში ჩაგდებას, სადაც ხალხის შეზღუდული წინააღმდეგობა იყო მოსალოდნელი“.