Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ "კოვიდ–19"–ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ "კოვიდ–19"–ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა

12/05/2022 07:19:33 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ "კოვიდ–19"–ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა.

ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილ სახელმწიფოდ მიიჩნევა, იზოლაცია გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მარტის თვემდე ჩრდილოეთ კორეას კოვიდ–ინფიცირების არც ერთი შემთხვევის შესახებ არ განუცხადებია. ამასთან, უცნობია მონაცემები, მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქალაქებსა და რეგიონებს უბრძანა, რომ მკაცრად ჩაკეტონ რეგიონები, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S