Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს

12/05/2022 07:07:08 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანეს.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ექს–პრეზიდენტს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნის მიხედვითსაჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S