
„რუსეთმა დიდი დანაკარგების შემდეგ, ხარკოვის რეგიონიდან ძალები გაიყვანა“ - ბრიტანული დაზვერვა
12/05/2022 06:58:22 ევროპა
რუსეთმა ხარკოვის ოლქიდან გაიყვანა დანაყოფები, რათა მოახდინოს ძალების რეორგანიზება და შესავსები მძიმე დანაკარგების შემდეგ,– იუწყება ბრიტანული დაზვერვა.
"უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ხარკოვის ჩრდილოეთით. იბრუნებენ რამდენიმე ქალაქსა და სოფელს რუსეთის საზღვრის მიმართულებით. რუსეთის ოპერაციების პრიორიტეტმა დონბასში ხარკოვის რეგიონში განლაგებული დანაყოფები დაუცველი გახადა უკრაინის მობილური და მაღალმოტივირებული კონტრშეტევის ძალების მიმართ", - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის 12 მაისის შეტყობინებაში.
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი ძალები გაძლიერების შემდეგ, სავარაუდოდ, მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთ ნაპირზე:
„ამ მიმართულებით ქმნიან ბლოკირებულ ძალას, რათა დაიცვან მთავარი რუსული კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგი და მიწოდების ძირითადი მარშრუტები ოპერაციებისთვის იზიუმის რეგიონში“.
როგორც ბრიტანული დაზვერვა ასკვნის, „რუსული ჯარების გაყვანა ხარკოვის რეგიონიდან არის მდუმარე აღიარება იმისა, რომ რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის მთავარი ქალაქების ხელში ჩაგდებას, სადაც ხალხის შეზღუდული წინააღმდეგობა იყო მოსალოდნელი“.