"ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკა განხილვას არ ექვემდებარება"
12/05/2022 06:41:00 მსოფლიო
აშშ–ში აცხადებენ, რომ ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკა ნიშნავს განხილვას არ ექვემდებარება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით, იტყვის თუ არა აშშ უარს ნატო-ს გაფართოებაზე უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა შემდეგი განაცხადა:
„ორი სხვადასხვა საკითხია. ვიდრე ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს წამოიწყებდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა პრაისმა.


