რუსეთმა 31 ენერგოკომპანიას სანქციები დაუწესა
12/05/2022 06:09:39 მსოფლიო
რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა.
სანქცირებულთა სიაში 31 ორგანიზაცია მოხვდა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან, აშშ-სა და სინგაპურიდან. მათ შორის „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც“ ფიგურირებენ.
სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალებათ.


