Accentnews.ge
"აზოვსტალის" დამცველი ილონ მასკს მიმართავს

"აზოვსტალის" დამცველი ილონ მასკს მიმართავს

12/05/2022 06:01:46 ევროპა

მარიუპოლის დამცველი უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა "აზოვსტალიდან" გასაღწევად დახმარებას სთხოვს ამერიკელ მილიარდერს და გამომგონებელს, კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელს ილონ მასკს.

ვოლინამ მასკისადმი მიმართვა გვიან ღამით, ტვიტერზე გამოაქვეყნა: "ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ადამიანებს ასწავლო დაიჯერონ შეუძლებელი. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდითაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია".

უკრაინელი საზღვაო ქვეითი ილონ მასკს სთხოვს, „აზოვსტალში“ მყოფებს დაეხმაროს შუამავალ ქვეყანაში გაღწევაში და მიმართავს სიტყვებით: „ვინ, თუ არა შენ?".

მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, რომელსაც ორ თვეზე მეტია, იცავენ უკრაინელი მებრძოლები პოლკ "აზოვიდან" და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადიდან, ვითარება უკიდურესად მძიმეა. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა.

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე რჩება ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. რუსეთი "აზოვსტალის" დამცველებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S