Accentnews.ge
აზარაშვილი: "ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 150 ლარამდე გაიზრდება"

აზარაშვილი: "ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 150 ლარამდე გაიზრდება"

11/05/2022 19:54:37 საზოგადოება

2022 წლის ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 100 ლარიდან 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, მომატებული დახმარებას 220 000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, 120 000-მდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, გაიზარდა ამ დახმარების მიმღებთა რაოდენობაც.

„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს. ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებები მიმართულია ერთის მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და მეორეს მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების შრომის ბაზარზე ეკონომიკური გააქტიურებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S