
გერმანია უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნის – DW
11/05/2022 19:47:34 ევროპა
უკრაინელი სამხედროები გერმანიაში ჯავშანტექნიკის გამოყენებაში სამხედრო წვრთნებს გადიან,– უწყება Deutsche Welle.
60-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნები 11 მაისს დაიწყო და დაახლოებით 40 დღე გაგრძელდება. ისინი სხავდასხვა ტიპის ჯავშანტექნიკის გამოყენებას სწავლობენ, რომელსაც შემდგომ უკრაინას მიაწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 155 მმ-იან თვითმავალ ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000-ზე.
"ეს ჩვენი სოლიდარობის აშკარა ნიშანია. თუმცა წვრთნების ან ჰაუბიცების მიწოდების გამო გერმანია კონფლიქტის მონაწილე არ გახდება“. - განაცხადა სამინისტრომ.
20 აპრილს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის გერმანული Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას, გერმანია კი მისთვის საჭირო ჭურვების მიწოდებასა და უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას აპირებდა. 10 აპრილისთვის გერმანიის ყოველკვირეული გაზეთი Welt am Sonntag იტყობინებოდა, რომ იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ, Krauss-Maffei Wegmann-მა უკრაინას 100 ჰაუბიცი შესთავაზა.
დასავლური იარაღის გამოყენებაში უკრაინელ სამხედროებს წვრთნიდნენ ბრიტანელები და ამერიკელებიც.