
"G7-ის შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს" - ზელენსკი
11/05/2022 19:40:43 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 8 მაისს G7-ის შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინა პირველად მონაწილეობდა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან, რათა უკრაინას უსაფრთხოება მივცეთ ათწლეულების განმავლობაში“,– განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და დასძინა, რომ ისტორიაში პირველად აქვს უკრაინას ასეთი გარანტიების დაფიქსირების შესაძლებლობა.
მისი თქმით, საუბარია კონკრეტული გარანტიებზე, კონკრეტულად ვინ და რა სახის და როგორ გარანტიებს მისცემს ქვეყანას.
ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ მაისს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება უკრაინის ისტორიაში.