Accentnews.ge
რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება

რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება

11/05/2022 18:46:30 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის რაიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სოფელ სოლოხის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

მისი მტკიცებით, დაბომბვა უკრაინის მხრიდან განხორციელდა.

„დადასტურებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში, 3 კი დაშავდა, მათ უწევენ ყველა საჭირო დახმარება“, - წერს გუბერნატორი.

მან არსებულ ვითარებას "ყველაზე რთული“ უწოდა.

მანამდე რეგიონში „ტერორისტული საფრთხის“ „ყვითელი დონე“ იყო გამოცხადებული.

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რამდენჯერმე განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა რეგიონის სასაზღვრო სოფლების დაბომბვის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S