
„ომი დასრულდება, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის“ - ზელენსკი
11/05/2022 18:11:05 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა საკუთარ ხალხს და ტერიტორიებს დაიბრუნებს,– ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ კომუნიკაციის დროს განაცხადა.
„ომი უკრაინელი ხალხისთვის დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ დავუბრუნდებით იმას, რაც ჩვენია. გულწრფელად ვამბობ: ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდბა... გვსურს, მშვიდობა დავაბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს მიწაზე.
რუსეთმა ოკუპირება მოახდინა ჩვენი უფლებების: უფლების ჩვენს მიწაზე, არჩევანის უფლების და ბოლოს მივედით ცხოვრების უფლებამდე“,– განმარტა ზელენსკიმ ფრანგ ახალგაზრდებთან საუბრისას და დასძინა, რომ უკრაინა ახლა სიცოცხლის უფლებისთვის იბრძვის, კარგავს საუკეთესო უკრაინელების სიცოცხლეს.
მისი თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება, წარიმართოს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი გაიაზრებს თავისი გადაწყვეტილებების მცდარობას, კატასტროფულ ხასიათს და მზად იქნება უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მიიღოს.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქებში დაფიქსირებული ხოცვა-წამების ფაქტების გამო მოლაპარაკების სურვილი მცირდება.