Accentnews.ge
ბულგარეთი თხევად გაზს რუსულ გაზზე იაფად შეისყიდის

ბულგარეთი თხევად გაზს რუსულ გაზზე იაფად შეისყიდის

11/05/2022 17:58:33 ევროპა, მსოფლიო

ბულგარეთი ბუნებრივ აირს აშშ-სგან ივნისიდან შეიძენს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ვაშინგტონში ბულგარეთის პრემიერ– მინისტრისა და აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ.

"შევთანხმდით, რომ ივინისიდან ბულგარეთი ბუნებრივი აირის "გაზპრომზე" დაბალ ფასაბში შეძენას შეძლებს". - თქვა პრემიერ–მინისტრმა.

ბულგარეთი გაზის მიწოდების საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

რუსეთმა გაზის მიწოდებას ბულგარეთს 27 აპრილს შეუწყვიტა.

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "არამეგობრულ ქვეყნებთან" ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან. თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ.

იხილეთ ასევე: რუსული გაზისგან ევროპის ჩახსნა: აზერბაიჯანის პოტენციალი და საქართველოს ინტერესები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S