Accentnews.ge
„ოკუპანტებმა მარიუპოლის ფეკალიებში ჩაძირვა გადაწყვიტეს!“– ანდრიუშჩენკო გაფრთხილებით გამოდის

„ოკუპანტებმა მარიუპოლის ფეკალიებში ჩაძირვა გადაწყვიტეს!“– ანდრიუშჩენკო გაფრთხილებით გამოდის

11/05/2022 17:36:52 ევროპა

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო გამოდის გაფრთხილებით, რომ ოკუპანტების მიერ დაანონსებული სატუმბი სადგურის ამოქმედება გამოიწვევს ქალაქის დატბორვასა და კანალიზაციის სისტემის გადავსებას. კერძოდ, როგორც მერის მრჩეველი ყვება, ოკუპანტებმა 12 მაისისთვის ქალაქის სატუმბი სადგურის საცდელი გაშვება გამოაცხადეს, რომ ქალაქს წყალი მიეწოდოს და რომ ეს საკმარისი იქნება კერძო სექტორისთვის და მაღალსართულიანი შენობების პირველი სართულებისთვის.

როგორც მერის მრჩეველი განმარტავს, ტექნიკურად შესაძლებელია სატუმბი სადგურის გაშვება, რომელსაც ელექტროენერგია ნიკოლსკის რაიონიდან მიწოდება, თუმცა, მარიუპოლის ტოპოგრაფია არ იძლევა წყლის მსგავსი სახით მიწოდებას ქალაქის შუაგულში სხვა სატუმბი სადგურების გამოყენების გარეშე. შესაბამისად, წყალმომარაგება, არ აღდგება.

„ამასთან, ეს გამოიწვევს არა მარტო უბნების დატბორვას, არამედ უფუნქციო კანალიზაციის სისტემის გადავსებას, ხოლო მისი გაშვება არც იგეგმება. ძნელი მისახვედრი არ არის, ეს რას გამოიწვევს ეს. დამპყრობლებმა მარიუპოლის უბრალოდ ფეკალიებში ჩაძირვა გადაწყვიტეს. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკია ინფექციური დაავადებების სწრაფი გავრცელების და სიკვდილიანობის ზრდის. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს იყოს ოკუპანტების გეგმის ნაწილი“,– ამბობს მერის მრჩეველი.

ამასთან, ის მოქალაქეებს ურჩევს, მსგავსი სახით მიწოდებულ წყალს სასმელად ნუ გამოიყენებენ:

„ქლორის რაოდენობა, ტექნოლოგიის არარსებობის და სისტემის ორთვიანი შეფერხების გათვალისწინებით, შეიძლება, ფატალური აღმოჩნდეს. იზრუნეთ საკუთარ თავზე. მოუყევით ნათესავებსა და მეგობრებს. მსგავსი წყალი სიკვდილს იწვევს მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S