Accentnews.ge
ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

11/05/2022 17:16:11 ევროპა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები გენოციდად აღიარა,– იუწყება უკრაინის ელჩი ევგენ პერებიინი.

"ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს", - წერს ელჩი.

ამასთან, ჩეხეთის სენატორების თქმით, რუსეთი უკრაინაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და საერთაშორისო კონვენციებს უხეშად არღვევს.

სენატმა უკრაინის ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი მრავალი სამხედრო დანაშაული დაგმო. მათ შორის: ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპენსა და მარიუპოლში, რომელიც მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს, ასობით ათასი ადამიანის მასობრივ სიკვდილით დასჯასა და დეპორტაციას მოწმობს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები გენოციდად აღიარა ესტონეთის პარლამენტმაც. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, რუსეთის ქმედებები ტერორიზმს შეადარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S