Accentnews.ge
უკრაინამ ღორისა და საქონლის ხორცის ექსპორტი განაახლა

უკრაინამ ღორისა და საქონლის ხორცის ექსპორტი განაახლა

11/05/2022 17:08:29 ევროპა

ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინამ შეათანხმა ღორის და საქონლის ხორცის ტრანზიტი ევროკავშირის გავლით.

„რუსული აგრესიის გამო, უკრაინამ დაკარგა თავისი პროდუქციის საზღვაო ექსპორტის ტრადიციული გზები, რამაც გამოიწვია უკრაინული საქონლის ევროკავშირის გავლით იმპორტისა და ტრანზიტის პირობების განახლების აუცილებლობა. ვროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, ეს პირობები განახლდა“, - იუწყება უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრო.

კერძოდ, მიღწეულია შეთანხმება უკრაინული პროდუქციის ბორნით რუმინული საგუშაგო ისაჩეა-ორლოვკის გავლით ტრანზიტის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S