Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს

11/05/2022 16:16:38 ევროპა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს,– ამის შესახებ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ ისაუბრა.

"მთავარი საომარი მოქმედებები ახლა დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის საზღვრებთან მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის მხარეს - მადლობა ღმერთს, დიდება ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს! - ჩვენ უკვე 20-მდე დასახლება სამ ტერიტორიულ თემში გავათავისუფლეთ - ვისოკოპილსკა, ნოვოვორონცოვსკაია და კოჩუბეევსკაია". - თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ლაგუტას ინფორმაციით, სადაც ეს შესაძლებელია, „მშვიდობიანი ცხოვრება ბრუდება, უკრაინის სახელმწიფო ორგანოებმა მუშაობა გაანახლეს, იხდიან პენსიებს და ჰუმანიტარული შტაბი შეიქმნა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S