Accentnews.ge
უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიაში აღმოაჩინეს – მედია

უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიაში აღმოაჩინეს – მედია

11/05/2022 15:22:53 მსოფლიო

უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში დაფიქსირდა,– იუწყება The Associated Press სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით.

Planet Labs PBC-ის მიერ გადაღებულ ფოტოზე სირიაში, ლატაკიას ნავსადგურის სანაპიროზე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Matros Pozynich დაფიქსირდა.

სამირ მადანმა, ონლაინ კვლევითი ფირმის TankerTrackers.com-ის თანადამფუძნებელმა, AP NEW-სთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ გემი, რომელიც ლატაკიაში დაფიქსირდა, ზომებისა და პოზიციის მიხედვით, Matros Pozynich-ია.

უკრაინა რუსეთს ომის დაწყების შემდეგ 27 000-მდე ტონა მარცვლეულის მიტაცებაში ადანაშაულებს.

მედიაში განვცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს ხორბლის მიყიდვა ეგვიპტისთვის სურდა, თუმცა ეგვიპტემ საქონლის მიღებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S