Accentnews.ge
ხერხეულიძე: „მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გადაიყვანენ"

ხერხეულიძე: „მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გადაიყვანენ"

11/05/2022 15:14:28 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, რამდენიმე საათში კლინიკა "ვივა მედში" გადაიყვანენ" - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება შედგა.

„ახლა ის კონდიცია გახლავთ, სადაც არც ერთ შემთხვევაში, პოლიტიკური სპეკულაცია, ვაჭრობა, ულტიმატუმები - ამ ფაქტებს ადგილი არ შეიძლება, ჰქონდეს. მთავარია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა "ვივა მედის" კლინიკაში. ის არის თანახმა. მან ადმინისტრაციას, ექიმს, უსაფრთხოების სამსახურს ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით განუცხადა თანხმობა“,– განაცხადა ხელხეულიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილს რამდენიმე მოთხოვნა აქვს: .

„ის ელოდება გადაყვანას და ითხოვს შემდეგს: კანონით გათვალისწინებული ყველა ის პირი, რომელიც ისედაც უფლებამოსილია ისარგებლოს შემთხვევით, რომ შევიდეს ხოლმე პატიმრის მოსანახულებლად, თავისთავად ძალაში რჩება მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი ერთი ფაქტი - ის, რომ მას სჭირდება აუცილებლად დამხმარე ადამიანი, რომელიც განაპირობებს დახმარებას იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რაც ზოგადად პაციენტს ესაჭიროება. ასეთი ტერმინი არსებობს, თავმდგომი - და დედაზე უკეთესი ამ ვითარებაში, ვიდრე ქალბატონი გიული იქნება, მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიჩნევს ასეთ ადამიანს.

ამდენად, ის თვლის, რომ ქალბატონი გიული საქმის კურსში უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით რომ სევატყობინო ეს ინფორმაცია, რომ მისი შვილი გადაჰყავთ რამდენიმე საათში "ვივა მედის" კლინიკაში და თუ შესაძლებელია, ის დროზე გამოცხადდეს "ვივა მედის" კლინიკაში, ვინაიდან მას სჭირდება დახმარება" იმისთვის, რომ ადამიანს, რომელსაც გადაადგილება უჭირს, რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად კონკრეტული მოქმედებების შესრულება, ამაში დაეხმაროს, ერთი ადამიანი და ეს ერთი ადამიანი უნდა იყოს დედა".

მანამდე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხის პასუხად კომენტარი გააკეთა სააკაშვილთან დაკავშირებით:

"მთავარი, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, არის ადამიანის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, ეს უნდა იყოს ფოკუსი. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იქ შეფასების გადაწყვეტილება, პოზიტიური ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მისი მდგომარეობის მიუკერძოებელი შეფასება იმ ექიმების მიერ, რომელსაც ყველა ენდობა. თუმცა ყველზე მთავარია ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მსგავს მდგომარეობაშია, მიიღოს ყველა სახის საჭირო სამედიცინო დახმარება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S