Accentnews.ge
მოსკოვში ახალი დეზინფორმაციული გზავნილი მოიფიქრეს

მოსკოვში ახალი დეზინფორმაციული გზავნილი მოიფიქრეს

11/05/2022 14:58:42 ევროპა, მსოფლიო

რუსეთი აშშ-ს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას აგრძელებს და ბიო-ქიმიურ იარაღზე მუშაობის ბრალდების შემდეგ, პენტაგონს უკრაინაში, ხარკოვის ოლქში მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერიმენტების ჩატარებაში ადანაშაულებს.

"ჩვენ მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელიც ავლენს უკრაინის მოქალაქეებზე ფსიქიატრიულ საავადმყოფო N1-ში პენტაგონის არაადამიანური ექსპერიმენტების დეტალებს. საექსპერიმენტო პირების მთავარ კატეგორიას წარმოადგენს მამრობითი სქესის, 40-60 წლის მაღალი სტადიის ფიზიკური გადაღლის პაციენტების ჯგუფი", – თქვა რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა.

კირილოვმა უკრაინაში სამხედრო-ბიოლოგიური პროექტების წარმოებაში გერმანიაც დაადანაშაულა.

აქამდე, რუსული სადეზინფორმაციო კამპანია აშშ-ს ბრალს სდებდა, რომ პენტაგონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, ლაბორატორიებში ბიო-ქიმიურ იარაღზე მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S