Accentnews.ge
ბრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს

ბრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს

11/05/2022 12:34:01 მსოფლიო

ბრიტანეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა ბორის ჯონსონმა და მაგდალენა ანდერსონმა ხელი მოაწერეს "პოლიტიკური სოლიდარობის" ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ბრიტანეთი და შვედეთი რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან.

ამასთან, შეთანხმება მოიცავს კრიზისულ დროს სამხედრო დახმარებას, დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებასა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვას.

„შვედეთში კატასტროფის ან თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი შვედეთს დაეხმარება იმით, რასაც შვედეთი მოითხოვს[...] ეს არის შეთანხმებაა, რომელიც დაიცავს ორივეს, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ღირებულებებს“, - აცხადებს ჯონსონი.

მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციის მიხედვით დიდ ბრიტანეთს იმავე მხარდაჭერას შვედეთიც ჰპირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S