Accentnews.ge
ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ხელისუფლება რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას ითხოვს

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ხელისუფლება რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას ითხოვს

11/05/2022 11:24:13 მსოფლიო

ხერსონის ოლქის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის" უფროსის მოადგილემ [ასე უწოდებენ სამხედროების მიერ დანიშნულ ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში] კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ რეგიონი მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით, რომ რეგიონი გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი.

"ქალაქი ხერსონი არის რუსეთი. არანაირი ხერსონის სახალხო რესპუბლიკა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არ შეიქმნება ისევე, როგორც არ ჩატარდება რეფერენდუმი. ეს იქნება ერთი განკარგულება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე და იქნება მოთხოვნა, რომ რეგიონი რუსეთის ფედერაციის სრულფასოვან რეგიონში შევიდეს", - განაცხადა სტრემუსოვისმა.

​მსგავსი განცხადებები სტრემუსოვმა ადრე უკვე გააკეთა. 7 მაისს მან განაცხადა, რომ რეგიონი ცდილობს, შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში:

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ხერსონის ოლქის მიღების საკითხი "თავად ოლქის მცხოვრებთა გადასაწყვეტია" და ამასთან, "მკაფიო იურიდიული დასაბუთება" დასჭირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S