Accentnews.ge
მგზავრმა, რომელსაც ფრენის გამოცდილება არ ჰქონდა, ფლორიდის აეროპორტში თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა

მგზავრმა, რომელსაც ფრენის გამოცდილება არ ჰქონდა, ფლორიდის აეროპორტში თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა

11/05/2022 11:05:41 მსოფლიო

მგზავრმა, რომელსაც ფრენის გამოცდილება არ ჰქონდა, ფლორიდის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა, - იუწყება CNN.

მისი ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოულოდნელად თვითმფრინავის პილოტი შეუძლოდ გახდა.

CNN-ის მიერ მოპოვებულ LiveATC.net-ის აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ მგზავრი საჰაერო მოძრაობის კონტროლიორს ეუბნება, რომ მან არ იცის, როგორ უნდა მართოს თვითმფრინავი.

"აქ სერიოზული მდგომარეობაა, ჩემი პილოტი არათანმიმდევრული გახდა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვმართო თვითმფრინავი", - თქვა ჩანაწერში მგზავრმა.

საჰაერო მოძრაობის კონტროლიორმა მას ინსტრუქცია მიაწოდა თვითმფრინავის დაშვების შესახებ, მგზავრმა კი ის საბოლოოდ ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტში დასვა.

"ორი ადამიანი იმყოფებოდა ერთძრავიან Cessna 208-ზე, როცა პილოტს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა", - ნათქვამია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია მომხდარს იძიებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S