Accentnews.ge
გერმანიაში უკრაინის ელჩი: "უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მერკელის მონაწილეობა მისასალმებელი იქნება"

გერმანიაში უკრაინის ელჩი: "უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მერკელის მონაწილეობა მისასალმებელი იქნება"

11/05/2022 10:56:17 მსოფლიო

გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მონაწილეობა მისასალმებელი იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, "წარმოუდგენია თუ არა მას მერკელი მედიატორად რუსეთისა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში", მელნიკმა განაცხადა, რომ ეს სრულიად დასაშვები სცენარია:

„სამწუხაროდ, მერკელს ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს, რომ აქტიურად არ ჩაერთოს დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში. თუმცა, თუ იგი მიიჩნევს, რომ დახმარება შეუძლია ამ საზარელი ომის დასრულების პროცესში, მისი მონაწილეობა ნამდვილად მისასალმებელი იქნება - განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ იგი ინარჩუნებს ძალიან საიმედო ურთიერთობებს პუტინთან“.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S