
განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შეასრულოს სტუდენტების მოთხოვნა
11/05/2022 10:46:40 საზოგადოება
განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შეასრულოს სტუდენტების მოთხოვნა.
სამინისტრო მოუწოდებს თსუ-ს, უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.
მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
სტუდენტები 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.