Accentnews.ge
კვლევა – გამოკითხულთა 54% სსრკ-ის პერიოდს დადებითად აფასებს

კვლევა – გამოკითხულთა 54% სსრკ-ის პერიოდს დადებითად აფასებს

11/05/2022 10:02:39 საზოგადოება

საქართველოში "ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამამ" CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრაინაში ომის დაწყებამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 54% საქართველოს ისტორიაში საბჭოთა კავშირის პერიოდს დადებითად აფასებს.

შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებენ საბჭოთა კავშირის პერიოდს საქართველოს ისტორიაში, გამოკითხულთა მხოლოდ 14% აფასებს ძალიან უარყოფითად, 24 % კი „უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად“. კითხვაზე 9%–მა არ უპასუხა, ან უპასუხა, რომ არ იცოდა.

გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ მასზე საბჭოთა კავშირში უკეთ ზრუნავდნენ, ვიდრე დღევანდელ საქართველოში.

კვლევის თანახმად, საბჭოთა კავშირი უფრო პოპულარული 55 წელიწადს გადაცილებულ და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს შორისაა.

ასევე, საბჭოთა კავშირს უფრო დადებითად აფასებენ ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლები.

კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ს დაკვეთით ჩაატარა.USAID–ს დაფინანსებით Zinc Network საქართველოში "ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას" ახორციელებს, რომლის მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციასა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, სულ ჩატარდა 3 024 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებულიტერიტორიების გარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S