რუსეთში, ბელგოროდის ოლქში "ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე" გამოცხადდა
11/05/2022 07:05:26 მსოფლიო
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში "ტერორისტული საფრთხის "ყვითელი დონე" მოქმედებს. ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, "ტერორისტული საფრთხის "ყვითელი დონე" 25 მაისამდე იმოქმედებს". მიზეზი მას არ დაუსახელებია.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის ოლქში სარაკეტო იერიში მიიტანეს სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის, კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის საცავსა და საბრძოლო მასალების საწყობზე და ცეცხლი გაუხსნეს ოლქის სოფლებს. რუსეთის ერთ-ერთი ასეთი ბრალდების შემდეგ, აპრილში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ "უკრაინას არ ეკისრება რუსეთის ტერიტორიაზე ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე პასუხისმგებლობა".


