Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ, უნგრეთს შესაძლოა, კომპენსაცია შესთავაზოს

ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ, უნგრეთს შესაძლოა, კომპენსაცია შესთავაზოს

11/05/2022 06:55:20 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე უარის სანაცვლოდ, უნგრეთს შესაძლოა, კომპენსაცია შესთავაზოს, - იუწყება Politico.

მისი ცნობით, უნგრეთმა შესაძლოა, ფინანსური კომპენსაცია მიიღოს ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.

ევროკავშირი ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი "ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს".

ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S