ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი ზმეინის აღებას ცდილობს, თუმცა უკრაინა მოწინააღმდეგეზე წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს „ბაირაქტარებით"
11/05/2022 06:42:16 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ბრძოლა ზმეინის კუნძულზე გრძელდება, სადაც რუსეთი კვლავ ცდილობს, გააძლიეროს გარნიზონი კუნძულის ასაღებად, თუმცა უკრაინა მტერს წარმატებით იგერიებს.
როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, "უკრაინა წარმატებულ დარტმას ახორციელებს რუსეთის საჰაერო თავდაცვასა და მომმარაგებელ გემებზე „ბაირაქტარის" უპილოტო საფრენი აპარატებით".
მისი ცნობით, რუსეთის მომმარაგებელ გემებს აქვთ მინიმალური დაცვა დასავლეთ შავ ზღვაში, რაც კრეისერ "მოსკვას" დაკარგვის შემდეგ ყირიმში საზღვაო ძალების უკან დახევას მოჰყვა.
კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უზრუნველყოფს წვდომას უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქებთან, მათ შორის – ოდესასთან.


