Accentnews.ge
"აგრესიის შესაჩერებლად რუსეთის რეჟიმის შეცვლაა საჭირო"

"აგრესიის შესაჩერებლად რუსეთის რეჟიმის შეცვლაა საჭირო"

11/05/2022 05:58:46 მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანსბერგისის განცხადებით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია არა მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, არამედ მთელი რეჟიმის შეცვლა.

მისი თქმით, კრემლის ლიდერი უკრაინაში ბრძოლის ველზე დანაკარგების ზრდის პარალელურად, სულ უფრო არასტაბილური გახდება.

"შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები აქამდე ორიენტირებულნი იყვნენ უკრაინის ომში მათ ტაქტიკურ მიდგომებზე, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უნდა იფიქრონ სტრატეგიულად გრძელვადიან პერსპექტივებზე. სანამ პუტინი და მისი მოკავშირეები არ წავლენ, მსოფლიო მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა შეიძლება, კვლავ იბრძოლოს და არაა გამორიცხული, ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეოს მინისტრმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S